ამის შესახებ გომელაურმა დღეს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:
“საბჭოზე მოხდა განხილვა, თუ რა ღონისძიებები იქნა მიღებული პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ. იმ ღამესვე მოხდა უსაფრთხოების სამსახურის შეკრება, ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეიკრიბა. მივიღეთ გადაწყვეტილებები. დილიდან გამკაცრდა უკვე საზღვარზე შემომსვლელი სხვადასხვა ქვეყნების, უფრო აზიური, აფრიკული ქვეყნებიდან, რომლებიც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა და არ მოხვდნენ გავლით სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა.
მოხდა რამდენიმე ათეული ადამიანის არშემოშვება ქვეყანაში. ასევე, გამკაცრებულია სხვადასხვა მიმართულებით გამშვებ პუნქტებზე, საზღვარზე კოორდინირებული მუშაობა შედგა შსს-სთან, ახლაც გრძელდება და დღეს კიდევ დაიგეგმა უფრო გამკაცრება კიდევ სახვადასხვა ზომების სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების და ა.შ.” – განაცხადა გომელაურმა.
