ახალი ამბები

მინდია ჯანელიძე: ზუსტად არ მახსოვს, რამდენი მაქვს ყოველთვიური ანაზღაურება

18 ნოემბერი, 2015 • • 1242
მინდია ჯანელიძე: ზუსტად არ მახსოვს, რამდენი მაქვს ყოველთვიური ანაზღაურება

“ეს არ არის სწორი ინფორმაცია, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული შეცდომა მოხდა, ჩვენ გავეცით ეს ინფორმაცია, თუმცა დანამატი ხელფასზე მეტი ნამდვილად არ არის, თუმცა იმას ვადასტურებთ, რომ ჩვენს უწყებაში საკმაოდ მაღალი ხელფასებია იმიტომ, რომ ჩვენს უწყებაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ადამიანები, შესაბამისად, მათ შესაბამისი ანაზღაურება სჭირდებათ.”

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენი აქვს თავად ჯანელიძეს ყოველთვიური ანაზღაურება, მან განაცხადა, რომ ზუსტად არ ახსოვს:

 

“ყოველთვიური ანაზღაურება მაქვს, გამოქვეყნებულია, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს დეკლარაციაში. ზუსტად არ მახსოვს, როგორ გითხრათ.”

 

მანამდე ჯანელიძემ ისაუბრა დღევანდელ სხდომაზე:

 

“საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, ის შედის უსაფრთხო ქვეყნების ათეულში. ამიტომ მანამდეც ძალიან ბევრი კეთდებოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ჩვენს ქვეყანაში. თუმცა მსოფლიოში მიმდინარე მივლენების ფონზე ეს ზომები კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდება. ბინებრივია, მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს მუშაობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე.”

 

მისი თქმით, თუ იქნება იმის საჭიროება, რომ დამატებითი ადმაიანური და ფინანსური რესურსები იყოს შეძენილი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს საკითხი აუცილებლად დადგება. 


გუშინ, 17 ნოემბერს, IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მინდია ჯანელიძის ყოველთვიური შემოსავალი 7 975 ლარს შეადგენს. 


დებულების მიხედვით, კრიზისების საბჭოს მდივნის თანამდებობრივი სარგოა 3 200 ლარი, პირველი მოადგილის – 2 950 ლარი, მოადგილის – 2 925 ლარი, დეპარტამენტის დირექტორის – 2 900 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი