ახალი ამბები

სპეცოპერაცია პარიზში – ფრანგული მედიის ცნობით, არიან დაღუპულები

18 ნოემბერი, 2015 • • 1140
სპეცოპერაცია პარიზში – ფრანგული მედიის ცნობით, არიან დაღუპულები

ფრანს-პრესის ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთ-ერთი პირია დაღუპული.

 

რადიოსადგურ RTL-ის ცნობით, სპეცოპერაციის მსვლელობისას სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა ქალი, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდა.

 

Le Monde პოლიციის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

 

დაუდასტურებელი ინფორმაციითვე, სპეცოპერაციის მიზანია აბდელჰამიდის აბააუდის დაკავება, რომელსაც პარიზში 13 ნოემბრის ორგანიზატორად ასახელებენ.


13 ნოემბერს ღამით პარიზში, ექვს სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მომხდარი აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი