ახალი ამბები

აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით, უწყებებში პრემიის პრაქტიკა დანამატმა ჩაანაცვლა

17 ნოემბერი, 2015 • • 1182
აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით, უწყებებში პრემიის პრაქტიკა დანამატმა ჩაანაცვლა

პრემია არის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული სამუშაოს სანიმუშოდ და ზედმიწვენით შესრულებისათვის, ხანგრძლივი კეთილსინდისერი სამსახურისათვის ან/და განსაკურთებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის.

 

დანამატი – აღნიშნული კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებს ღამის ცვლაში, სადღესასწაულო დასვენების დღეებში მუშაობისთვის დამატებითი საზღაურს და კანონით გათვალისიწნებულ ნებისმიერ სხვა დანამატს.

 

ანუ ეს ფულადი განაცემები შეიძლება საჯარო მოხელეზე გაიცეს, თუ ეს გარემოებები დადგება.


ჩვენ ვხედავთ, რომ წინასწარ, ერთი წლით ადრე უწყების ხელმძღვანელების მიერ გამოცემულია ბრძანებები, სადაც სხვადასხვა საჯარო მოხელეებს, მათ შორის თანამდებობის პირებს, ერთი წლით ადრე აქვთ დანიშნული დანამატები. ჩვენი შეფასებით ეს ეწინააღმდეგება იმ მოცემულ განაწესს, რომელზეც უკვე ვისაუბრე. არ შეიძლება წინასწარ განისაზღვროს, რომ ადამიანი, მაგალითად, ღამის ცვლაში იმუშავებს ან დამატებით სამუშაოს შეასრულებს. 


ამ გარემოებების მოსაწრესრიგებლად 2014 წლის 14 ივლისს გამოიცა მთავრობის დადგენილება, რომლითაც შეიზღუდა პრემიების გაცემის რაოდენობები და ასევე დროში გაიწერა, თუ როდის შეიძლება გაიცეს პრემია: მაგალითად, კვარტალში ერთხელ და ა.შ. თუმცა ამის პარალელურად დავინახეთ, რომ თანხობრივ გამოხატულებაში მკვეთრად გაიზარდა დანამატის განაცემები. მაგალითისთვის მოვიყვან სხვადასხვა სამინისტროს:  რეგიონული განვითარების სამინისტროში 69%-ით გაიზარდა დანამატების გაცემის რაოდენობა, იუსტიციის სამინისტროში 206 პროცენტით, სასჯელარსურლებისა და პრობაციის სამინისტროში 412 პროცენტით, კულტურის სამინისტროში 1509 პროცენტით, დევნილთა სამინისტროში 35 პროცენტით, ჯანდაცვის სამინისტროში 270 პროცენტით და ა.შ. ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ პრემიის გაცემა დანამატით შეიცვალა. 


[ბიუჯეტის მიხედვით] ხელფასი – ფულადი ფორმით პრემია შემიცრდა 31 მილიონით, ხოლო ხელფასი – ფულადი ფორმით დანამატი გაიზარდა 45 მილიონით.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ ამბობს, რომ ან პრემია ან დანამატი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ აღნიშნული ფულადი დანამატები უნდა იყოს დარეგულირებული ისე, როგორც შესაბამის ბრძანებასა და დადგენილებაშია”, – განაცხადა თორდიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი