ახალი ამბები

ანონსი – 18 ნოემბერი

17 ნოემბერი, 2015 • • 1094
ანონსი – 18 ნოემბერი

09.00 სთ – სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ევროპალატის პრეზიდენტის რიჩარდ ვებერის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში ბიზნესმენებთან.

 

10:30 – ზე საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საფრთხეები საქართველოსთვის; საქართველოდან სირიაში ახალგაზრდების გამგზავრება და რამდენად სახიფათოა ქვემო ქართლში არსებული მდგომარეობა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.


11:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯია” მე-11 პავილიონში ,,სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენას” გახსნის. ღონისძიება გაიმართება საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ (მის: ა. წერეთლის გამზ. 118)


11:30-ზე “პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

11:30 – ზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ისლამისტების მიერ განხორციელებული ტერაქტები, საფრთხეები საქართველოში და უსაფრთხოების ზომების გაძლიერება; „პატრიოტთა ალიანსის“ შიმშილობა; პარტია „საქართველო მშვიდობისთვის“ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.


12:00- ზე “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე საინფორმაციო სააგენტო “პირველის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “CCI” აღმასრულებელი ხელისუფლების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარადგენს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


12:30-ზე “პირველ პრესკლუბში” „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე პრესკონფერენციას საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შესახებ გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

16:00 სთ, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“, შეხვედრების დარბაზი #6.

მასალების გადაბეჭდვის წესი