გამოცემის ცნობით, საფეხბურთო არენაზე პოლიციამ “საეჭვო ობიექტი” აღმოაჩინა.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ასევე აღარ ჩატარდება ბელგიასა და ესპანეთს შორის დაგეგმილი მატჩი.
საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, ბოლო, ოფიციალური ინფორმაციით, 129 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. თავდასხმები პარიზში, საკონცერტო დარბაზში, ასევე, დიდი სტადიონისა და რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.