ახალი ამბები

მარგველაშვილი: “ისლამური სახელმწიფო” არის ერთი დიდი ტყუილი

17 ნოემბერი, 2015 • • 931
მარგველაშვილი: “ისლამური სახელმწიფო” არის ერთი დიდი ტყუილი

“ისლამური სახელმწიფო არის ერთი დიდი ტყუილი, რადგან მას არც სახელმწიფოსთან აქვს კავშირი და არც ისლამთან. ეს არის ტერორისტული წარმონაქმნი, რომელიც დაასრულებს ისევე, როგორც ასრულებენ ტერორისტები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, ბოლო, ოფიციალური ინფორმაციით, 129 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. თავდასხმები პარიზში, საკონცერტო დარბაზში, ასევე, დიდი სტადიონისა და რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. 





მასალების გადაბეჭდვის წესი