“უარესდება მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ადამინებს რეკომენდაცია მივეცით, ვიდრე კრიტიკული გახდება ვითარება, მანამდე მივმართოთ ექიმს და სტაციონარში გადავიყვანოთ. დღეს ფიზიკურად ვერ იგრძნეს თავი კარგად. ექიმს ვესაუბრე, მითხრა, რომ მდგომარეობა სტაბილურია, ამ ოთხი მოშიმშილის ნაცვლად შემოვა სხვა ოთხი მოშიმშილე. ისინი დროებით შეწყვეტენ და მერე კვლავ შემოგვიერთდებიან”, – განუცხადა ინაშვილმა ნეტგაზეთს.
ინაშვილის თქმით, შიმშილობის მეათე დღის მიუხედავად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია – “მე ჯერჯერობით ყველაზე გამძლე აღმოვჩნდი”.
ის ამბობს, რომ მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იმანაც შეარყია, რომ ცივი ამინდის პირობებში უფლება არ მისცეს მოშიმშილეებს კარვები გაეშალათ.
ინაშვილის თქმით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს, მათ შორის- 70-მდე სახელმწიფო კანცელარიასთან.
“გაცდა მოთხოვნები ირმა ინაშვილის თემას და საგარეჯოს არჩევნებს, რომელიც გაყალბდა. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ხელისუფლების გარანტიები გვინდა. აპირებს თუ არა ეს ხელისუფლება საარჩევნო გარემოს შეცვლას, ამიტომ მივმართეთ უკიდურეს ფორმას. თინა ხიდაშელს გადავაყენებთ შიმშილობის გარეშეც.
ყველა სახელმწიფო საჯარო მოხელეს- მერი იქნება, გამგებელი, პოლიციის უფროსი, სოფლის რწმუნებული, მინისტრი, რომელიც ხელფასს ბიუეჯტიდან იღებს- უნდა აეკრძალოს საარჩევნო აგიტაცია/პროპაგანდაში პირდაპირი ჩარევა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, მისი რესურსის გამოყენება აგიტაცია- პროპაგანდაში, რაც ხდებოდა საგარეჯოში. სისხლის სამართლის დანაშაულთან უნდა გათანაბრდეს ეს საკითხი. გარდა ამისა, კვალიფიციური პარტია ვართ და ცესკოში არ გვყავს წარმომადგენელი, არათაბარ პირობებში ვართ ჩაყენებული. დიალოგს იწყებს თუ არა ხელისუფლება ამ თემებზე, ამას ველოდებით. იქამდე არ შევწყვეტთ შიმშილობას”, – ამბობს ინაშვილი.