ახალი ამბები

როგორია პარტიების რეიტინგი — „ფორმულა“ Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს

28 ივლისი, 2024 •
როგორია პარტიების რეიტინგი — „ფორმულა“ Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება/ხალხის ძალა –  32.4%;
  • ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი -17.3%;
  • ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი – 12.8%.
  • საქართველოსთვის – გიორგი გახარია –  11.2%;
  • კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა – 9.9%;
  • გირჩი – იაგო ხვიჩია-  5.2%;
  • ლეიბორისტულ პარტია – 3.3%;
  • პატრიოტთა ალიანსი და ალტ ინფო – 2.6%;
  • მოქალაქეები –  2.2%;
  • ევროპული საქართვლო – 1.9%
  • სამართლიანობისთვის – ეკა ბესელია 0.9%;
  • სხვა პარტიები – 0.4%.

როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული მაჩვენებელი დათვლილია ალოკაციით, შეწონვის მეთოდით.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” ხელახლა არჩევა დაიმსახურა, 71%-ის აზრით კი, დროა, სხვა პარტიას მიეცეს შანსი.


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

მასალების გადაბეჭდვის წესი