ახალი ამბები

ანონსი: 17 ნოემბერი

17 ნოემბერი, 2015 •
ანონსი: 17 ნოემბერი

10:30 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე წულაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მედიაციის საპილოტე პროექტი, რომლის მიზანია სამოქალაქო სამართლებრივი დავების მორიგებით დამთარების ხელშეწყობა.  

 

11:00 უფლებადამცველი და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მთავარი პროკურატურის მიერ ქონების უკანონო ჩამორთმევასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმის გახსნა და  ახალი ბრალდების წაყენება ყოფილი მაღალჩინოსნების – ზურაბ ადეიშვილისა  და ვანო მერაბიშვილის მიმართ.

 

11:00 სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) და გ. ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ღონისძიებას დაესწრებიან SDSU-ს დეკანი საქართველოში კენ უოლში, ამერიკული აკადემიის დირექტორი ანდრეს კრუზი, აგრეთვე ამერიკული აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, SDSU-ს საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტების დეკანები, ათასწლეულის ფონდის და ათასწლეულის კორპორაციის წარმომადგენლები.

 

11:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის
მეთვალყურეობის ახალ ელექტრონულ სისტემას წარადგენს.
მის: ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი – აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომერი (კლინიკა “ლანცეტის” გვერდით)

 

11:30 პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას  გამართავს.  თემა:  ტერაქტები საფრანგეთში, საფრთხეები საქართველოში და უსაფრთხოების ზომების გაძლიერება; პროკურატურის ახალი ბრალდება ყოფილი მაღალჩინოსნების – ზურაბ ადეიშვილისა  და ვანო მერაბიშვილის მიმართ; უშიშროების საბჭოს მოწვევა; სხვა მიმდინარე საკითხები.

 

11:30  “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ზარქუა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს მიმოიხილავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.

საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

12:00 საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7), ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’The Knitting Circle’’, ფონდი კრისტალი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ‘’აფხაზეთი” (CHCA), სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS), საქართველოს იეზიდთა სახლი და თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (ACICC) გამართავენ ერთობლივ საჯარო დისკუსიას სახელწოდებით: ‘’მათი თვალთახედვიდან – ტერორისტული დაჯგუფება ‘ისლამური სახელმწიფოს
(ISIS)’ მსხვერპლი იეზიდები’’.

 

12:00“პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემები: ტერაქტი საფრანგეთში და საქართველოს უსაფრთხოება; 2016 წლის ბიუჯეტი, პენსიების ზრდა და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი