პრესსამსახურის ცნობით, სხდომა 18 ნოემბერს, 10:00 საათზე გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციაში. სხდომაზე განხილული იქნება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები, თუმცა, კონკრეტულად რა საკითხები, ამის შესახებ მთავრობას ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
თავად პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროკომისიაში მართავს მაღალი დონის შეხვედრებს.
13 ნოემბერს პარიზში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა 129 ადამიანი და დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი. ისლამური სახელმწიფო ტერაქტებს ისევ აანონსებს, ამჯერად ისევ საფრანგეთისა და აშშ-ის მიმართულებით.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის. ამ დროისთვის ISIS რიგებში მებრძოლი 10-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დაღუპული.
