ახალი ამბები

G20-ის სამიტი თურქეთში და მსოფლიო ლიდერთა მესიჯები [ფოტო]

15 ნოემბერი, 2015 •
G20-ის სამიტი თურქეთში და მსოფლიო ლიდერთა მესიჯები [ფოტო]

“არ შემიძლია არ გავიხსენო ტერაქტი ანკარაში, როდესაც უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროზე. ჩვენი პასუხი უნდა იყოს შესაბამისი”, – განაცხადა ბარაკ ობამამ, აშშ-ის პრეზიდენტმა სამიტის გახსნის დროს.

 

“მოვუწოდებ სამიტის მონაწილეებს, გადალახონ უთანხმოებები და ერთობლივი ძალებით ებრძოლონ ტერორიზმს. მივმართავ ყველა ლიდერს, რომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს საიმედო, მაგრამ არ უდნა გასცდეს კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემის ნორმებს, რომ არ გავაღვივოთ ის ცეცხლი, რომლის ჩაქრობასაც ვცდილობთ”, – განაცხადა პან გი მუნმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა. 

 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ამბობს, რომ  “ეს ვერ იქნება რიგითი სამიტი, პარიზში თავისუფალ სამყაროს, ხალხს თავს დაესხნენ ტერორისტები. ჩვენ ყველა გამოვხატავთ სოლიდარობას, მაგრამ მხოლოდ სიტყვები დღეს არ არის საკმარისი. ახლა მოქმედების დროა და ჩვენ მოვუწოდებთ დიდი ოცეულის ლიდერებს, გამოიჩინონ მზაობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”. 


საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 129 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. თავდასხმები პარიზში, საკონცერტო დარბაზში, ასევე, დიდი სტადიონისა და რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.

 

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები G20-ის სამიტზე თურქეთში; EPA
უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები G20-ის სამიტზე თურქეთში; EPA

 

ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტზე; EPA
ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტზე; EPA

 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ბარაკ ობამა G20-ის სამიტზე; EPA
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ბარაკ ობამა G20-ის სამიტზე; EPA

 

G20-ის სამიტზე; EPA
G20-ის სამიტზე; EPA

 

G20-ის სამიტზე; EPA
G20-ის სამიტზე; EPA

 

G20-ის სამიტზე; EPA
G20-ის სამიტზე; EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი