ახალი ამბები

პატრიარქი: მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს

15 ნოემბერი, 2015 •
პატრიარქი: მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს

“მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიაწერენ რელიგიას – მუსულმანურ რელიგიას, მაგრამ სინამდვილეში რელიგია არაფერ შუაში არ არის. ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. ჩვენ იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდება. ვუთანაგრძობთ საფრანგეთის მოსახლეობას. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის. ღმერთმა აცხონოს ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ და ჯანმრთელობა მისცეს დაჭრილებს”, – თქვა პატრიარქმა.

საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 129 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. თავდასხმები პარიზში, საკონცერტო დარბაზში, ასევე, დიდი სტადიონისა და რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.

epa05026453 People walk past flowers and candles at the French embassy at Pariser Platz in Berlin, Germany, 15 November 2015. At least 129 people have been killed in a series of terrorist attacks in Paris on 13 November.  EPA/GREGOR FISHER

მასალების გადაბეჭდვის წესი