ახალი ამბები

ობამა დიდი ოცეულის სამიტზე თურქეთში ჩავიდა

15 ნოემბერი, 2015 •
ობამა დიდი ოცეულის სამიტზე თურქეთში ჩავიდა

მსოფლიო ლიდერების სამიტის დიდი ნაწილი პარიზში 13 ნოემბრის თავდასხმების თემას მიეძღვნება. 

 

როგორც bbc წერს, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობას ერთიანობისკენ და სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისკენ მოუწოდებს. 

 

გარდა ამისა, სამიტის ფარგლებში შესაძლოა გაიმართოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის მოლაპარაკებები. რუსეთის პრეზიდენტი, შესაძლოა ასევე პირადად შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას.

მასალების გადაბეჭდვის წესი