ოფიციალური ცნობით, მოსტეფის იდენტიფიცირება პოლიციამ ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში ნაპოვნი თითის ანაბეჭდებით შეძლო.
ფრანსუა მოლენის განცხადებითვე, საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტები სამმა ჯგუფმა განახორციელა.
“ჩვენ უნდა დავადგინოთ, საიდან ჩამოვიდნენ და ვინ აფინანსებდა მათ”, – განუცხადა მოლენმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, თავდამსხმელებიდან შვიდი დაიღუპა, ყველა მათგანი კარგად იყო შეიარაღებული და თვითმკვლელის ქამარი ეკეთა.
როგორც ის ამბობს, თავდასხმებთან დაკავშირებული სამი პირი, ასევე, დაკავებულია ბელგიაში.
პროკურორი აცხადებს, რომ რვავე ბოევიკმა “კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატი და თვითმკველის ქამრები გამოიყენა.
bbc-ს ცნობით, საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ საფრანგეთის პოლიციის მიერ იდენტიფიცრებულებიდან ორი საბერძნეთში სირიელი ლტოლვილის სახელით დარეგისტრირდა.
საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, ბოლო, ოფიციალური ინფორმაციით, 129 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. თავდასხმები პარიზში, საკონცერტო დარბაზში, ასევე, დიდი სტადიონისა და რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.





