ახალი ამბები

საფრანგეთში მატარებლის რელსიდან გადავარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა

14 ნოემბერი, 2015 •
საფრანგეთში მატარებლის რელსიდან გადავარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ბიბისის ინფორმაციით, კატასტროფა ეკვერშაიმში საცდელი რეისის დროს მოხდა, ახალ პარიზი-სტრასბურგის ხაზზე. როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, ტექნიკოსები მგზავრებთან ერთად იმყოფებოდნენ მატარებელში.

 

დაშავებულები საავადმყოფოში ვერტმფრენების საშუალებით წაიყვანეს.

 

ბიბისი ფრანგულ ახალი ამბების სააგენტო AFP-ზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა “სიჩქარის გადაჭარბებამ” გამოიწვია.

 

სამაშველო სამსახურები, მათ შორის მყვინთავებიც, ადგილზე არიან მობილიზებულები.

 

როგორც უცხოური მედია წერს, პარიზი-სტრასბურგის ელმავალი ხაზის გახსნა მომავალ წელს იგეგმება.

 

სტრასბურგში მატარებლის რელსიდან გადავარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა ფოტო: BBC
სტრასბურგში მატარებლის რელსიდან გადავარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა ფოტო: BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი