ახალი ამბები

სვანეთში, მთაში დაკარგული ახალგაზრდები უვნებლად გამოჩნდნენ

26 ივლისი, 2024 •
სვანეთში, მთაში დაკარგული ახალგაზრდები უვნებლად გამოჩნდნენ

ახლობლებთან კონტაქტეზე გამოვიდა ის ორი ახალგაზრდა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მთაში სალაშქროდ წავიდნენ. მათთან 5 დღის განმავლობაში კონტაქტი დაკარგული იყო.

ახალგაზრდების ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივები და მოხალისეები, ისე მეხანძრე-მაშველები დრონებით, უკვე დღეს დილიდან კი, ვერტმფრენით.

ახლობელთა ინფორმაციით, ახალგაზრდები უვნებლად არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი