ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში მიიჩნევენ, რომ აფხაზეთში რუსეთისთვის საუკეთესო საინვესტიციო გარემოა

14 ნოემბერი, 2015 • • 1047
სოხუმში მიიჩნევენ, რომ აფხაზეთში რუსეთისთვის საუკეთესო საინვესტიციო გარემოა

“რესპუბლიკის ყველა საკანონმდებლო დოკუმენტი, როგორც აფხაზურ ენაზე, ასევე რუსულ ენაზეა. აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმოქცევაშია რუსეთის ფედერაციის რუბლი. რუსული ენა აფხაზურთან ერთად სახელმწიფო უწყებებში ოფიცილაური ენაა. გარდა ამისა, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის რეჟიმისა და ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმებებია გაფორმებული. შეთახმებების ფარგლებში ყველა პროდუქცია, რომელიც აფხაზეთში იწარმოება, დღგ-ს გარეშე მიეწოდება რუსულ ბაზარს, რაც ადგილობრვი ბიზნესისთვის, რომელიც რუსულ ბაზარზე ორიენტირებული, საინვესტიციოდ მომხიბლავია”, – განაცხადა ადგურ არძინბამ რუსეთ-აფხაზეთის საქმიან ფორუმზე.

 

აფხაზეთი, ახალი ათონი; ფოტო: ნეტგაზეთი
აფხაზეთი, ახალი ათონი; ფოტო: ნეტგაზეთი

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი