ახალი ამბები

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

13 ნოემბერი, 2015 • • 919
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ერთ წლამდე.

 

ძაღლის მეპატრონის, ზურაბ ვაშაკიძის თქმით, მან დღეს, 13 ნოემბერს საკუთარ სახლთან თოფის სროლის ხმა გაიგო. როგორც ის ამბობს, გარეთ გამოსვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ერთ-ერთი მეტისის ჯიშის ძაღლი კოჭლობდა.

 

მეპატრონის თქმითვე, ძაღლს მეზობელმა ესროლა. ზურაბ ვაშაკიძე სროლის მიზეზად მეზობლის ცხოველებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას ასახელებს.



“ჩვენს მეზობლად ცხოვრობს ერთი ადამიანი, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან არ უყვარს ცხოველები. რამდენიმე თვის წინ ჩემი თვალით დავინახე, როგორ მოკლა სხვისი ძაღლი და ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი, მაშინ რომ პოლიცია არ გამოვიძახე. ეს ადამიანი ცხოვრობს ჩემ გვერდით, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს და ჰყავს თხები, ცხენი და ძაღლიც. რამდენჯერმე შემოსულა მისი ძაღლიც ჩემს ეზოში. როცა რომელიმე შინაური ცხოველი გამოდის გარეთ, გამოდის თოფით და ესვრის,” – განაცხადა ზურაბ ვაშაკიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.


მასალების გადაბეჭდვის წესი