ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცა

13 ნოემბერი, 2015 • • 1071
გიორგი მარგველაშვილს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცა

რელიგიათა საბჭოს მხრიდან დაჯილდოვდა: ნომინაციაში საჯარო მოხელე – საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი; ნომინაციაში პიროვნება – სოფელ ჭელას ბიბლიოთეკის თანამშრომელი ფრიდონ აბაშიძე; ნომინაციაში ორგანიზაცია – თავისუფალი უნივერსიტეტი; ნომინაციაში მედიასაშუალება – „სტუდია რეს“ ტელედისკუსიათა ციკლი.

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა: ნომინაციაში საჯარო მოხელე – საკრებულოს წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რამინა (რიმა) ბერაძე; ნომინაციაში პიროვნება- პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ყოფილი წევრი თამაზ ავდალიანი; ნომინაციაში ორგანიზაცია – მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის თეატრი და კულტურის ცენტრი; ნომინაციაში მედიასაშუალება – საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „ვრასტანი“.

 

სახალხო დამცველის ცნობით, გამარჯვებულებს გადაეცათ ტოლერანტობის ქომაგის საპატიო ჯილდო და სიგელი. ღონისძების ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი.

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

 

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ ტოლერანტობის ქომაგებს: მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს – რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.

 

2015 წლის 13  ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები.

გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – პრეზიდენტის Facebook გვერდიდან
გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – პრეზიდენტის Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი