ძაღლის დაჭრის ფაქტი ნეტგაზეთს ვეტერინარმა, არტურ ლაგოვსკიმ დაუდასტურა, რომლის თქმით, ძაღლს ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი:
“ძაღლს სისხლდენა შეჩერებული აქვს და პატრონმა სახლში წაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა. ამოღებული ტყვია ნივთმტკიცების სახით გაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროში”, – უთხრა ვეტერინარმა ნეტგაზეთს.
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ზურაბ ვაშაკიძის ძაღლის დაჭრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ფეისბუკში გაავრცელა ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც დაჭრილი ძაღლის ფოტოებიც გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის განცხადებით, ძაღლი ვაშაკიძის მეზობელმა დაჭრა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ჩემებო გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთეს მეტისი, რომელიც კეთილმა ადამიანმა ზურა ვაშაკიძემ ლეკვობიდან გაზარდა დღეს მეზობლ…
Posted by Tiko Mikasa Ackerman Kvaliashvili on Friday, November 13, 2015