თბილისში, თერგის ბაზრობასთან ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 23 ივლისს, თერგის ბაზრობის მიმდებარედ ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.