აღნიშნულ Alison Des Forges Award პრემიას ორგანიზაცია აკუთვნებს ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის მიზნით საფრთხის ქვეშ აყენებენ.
ხადიჯა ისმალოვამ, ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლება კორუფციაში ამხილა და ამის გამო საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.
ხადიჯა ისმალოვა 2014 წლის 5 დეკემბერს დააკავეს და 2015 წლის 1 სექტემბერს აზერბაიჯანის სასამართლომ 7.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
![]() |
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |





