“არ გავჩუმდები, ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ლეილაც არ იქნება გათავისუფლებული”, -განუცხადა არიფ იუნუსმა ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის ცოლს დღესვე გაათავისუფლებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მის აღდგენაზე მინიმუმ სამი წელი იქნება საჭირო.
უფლებადამცველ არიფ იუნუსს, უფლებადამცველ ლეილა იუნუსის ქმარს, დღეს, 12 ნოემბერს ბაქოს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის ფორმა შიდა პატიმრობით შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
30 ოქტომბერს საპატიმროში მისი ჯანმრთლოების მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა, გამოცემის ცნობით, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
ბაქოს სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს 8,5 და მის ქმარს, არიფ იუნუსს 7 წელი თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია რამდენიმე თვის წინ მიუსაჯა. სასამართლომ არიფ იუნუსი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. იუნუსებისა და სხვა უფლებადამცველების დაკავების გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებს.
![]() |
| |||