სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კილომეტრში, სოფელ ლენინოვკაში იყო და ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.

ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.