“[საუბარია] იმ მოშიმშილეებთან [მისვლაზე], რომლებიც ძირითადად საარჩევნო კანონმდბელობის თემაზე საუბრობენ და სწორედ ამაზე იყო გუშინაც ლაპარაკი. პრეზიდენტი თუკი საჭიროებას ხედავს, მიდის ყველა პოლიტიკური ძალასთან, რადგან ის ყველას პრეზიდენტია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება. რაც შეეხება დანარჩენ შეკითხვებს, მგონია, რომ არ არის რელევანტური ახლა ამაზე დავიწყოთ პასუხების გაცემა. სხვათა შორის, ეს შეკითვები ამტკიცებს და განამტკიცებს იმ აზრს, რომ საარჩევნო კანნმდებლობაში ბევრი რამ შესაძლოა შესაცვლელი იყოს. ამაზე ალბათ უახლოეს ხანებში დიალოგის დაწყება საჭიროა. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ამ დიალოგის ხელშეწყობისთვის პრეზიდენტი მზად არის”, – განაცხადა ჩიხრაძემ ხიდაშელის საპასუხოდ.
ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის დავალებით მოშიმშილე ირმა ინაშვილს და მის მხარდამჭერებს ორი დღის წინ შეხვდა. ინაშვილი ფიქრობს, რომ საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნები გაყალბდა. იგი თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების თანამდებობიდან გადაყენებას და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვს.
“ადმიიატრაციის წინ აქცია ძალიან კონკრეტული გზავნილის მატარებელია. იქ როდესაც მიდის ამხელა ადამიანი, სწორედ ამ მიზანს უნდა შეეხმიანოს. 1. ან სოლიდარულია, 2. ან უბრალოდ ჰუმანისტია, 3. ან საქმეში გარკვევა უნდა. თუ მხოლოდ მეორეა, ამ ნაწილში ვეთანხმები და ბატონ ლევან თედიაშვილს რომ არ უნდა მისცე მსგავსი სოლიდაობის უფლება, ვისაც მხარს უჭერს, პირველ რიგში, მისი პაუხისმგებლობაა, მაგრამ ამასობაში გაუგებარია თუ იმიტომ მიხვედი, რა შუაშია ყველაფერი დანარჩენი რაც მოვისმინეთ; თუ ამიტომ არ მიხვედი და პირველი ამბავია, ესეც გასაგებია, მარამ მაშინ გეყოს გამბედაობა და პირდაპირ თქვი რომ არჩევნები გაყალბდა, ისიც თქვი ვინ გააყალბა, შეუერთდი მოთხოვნას და შესაბამისად მზად იყავი იმისთვის, რომ პასუხი გასცე კითხვებს რომელიც ძალიან ბევრი იქნება შენი მისამართით და მოგთხოვენ დასაბუთება/დადასტურებას; ხოლო თუ მესამე ამბავია, მაშინ იქ წუწუნი, საერთოდ კოდექსი მისახდია ა.შ ამაზე ადრეც ვამბობდით აღარ არის საინტერესო, თუ ვერ ბედავ, სადაც მიხვედი და რასაც ითხვენ იმ თემაზე ერთმნიშვნელოვანი პოზიციის ქონას.
კონკრეტული კითხვები მაქვს ქალბატონ ფიქრიასთან, როგორც თავაცვის მინისტრს მთავარსარდლის მრჩეველთან 1. რა ინფორმაცია აქვს მუხროვანის შესახებ და რა წყაროებიდან; ჩვენთან არ მოუმართავს კითხვით 2. მოხდა თუ არა მუხროვანში ამ არჩევნებისთვის ხელოვნურად სამხედროების რიცხვის გაზრდა; კი თუ არა, რამდენით გაიზარდა / შემცირდა ხელოვნურად? 3. უნდა ჩამოგვერთვა თუ არა ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული ხმის უფლება 31 ოქტომბერს მხოლოდ იმიტომ რომ ფორმა აცვიათ? პასუხი რომ კანონი შესაცვლელია აქ არ მიიღება, 31/10 – ს ეხება კითხვა 4. ვინ ქმნის საარჩევნო უბანს? მონაწილეობს თუ არა უბნის შექმის პროცესში თავდაცვის სამინისტრო? 5. რას იშნავს სპეცუბანი? მონაწილეობს თუ არა სპეცუბანზე საარჩევნო პროცესში ყველა სუბიექტის წარმომადგენელი? მონაწილეობდა თუ არა 31/10-ში? 6. არის თუ არა საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეტევა, ფანჯრების მტვრევა, ოქების, ყუთის გამოტანისთვის ხელის შეშლა კანონდარღვევა? არჩევნებისთვის ხელის შეშლა? კიდევ 10 კითხვა მაქვს მაგრამ ჯერ ამაზე პასუხს დაველოდები. სანამ ქალაბატონი ფიქრია და არა მარტო ის, მთავარ კითხვაზე არ გასცემენ პასუხს გაყალბდა თუ არა არჩევნები საგარეჯოში, ყველა გოდება, რომ რაღაც გასასწორებელია, უბრალოდ ახირების ნაწილია”, – წერს ხიდაშელი ფეისბუკზე





