კოპა ამერიკის ფინალზე ჩხუბის გამო აშშ-ის პოლიციამ კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მისი ვაჟი დააკავა.
ტურნირის ფინალური შეხვედრა არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის 15 ივლისს მაიამიში გაიმართა. შეხვედრა არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. პოლიცია მამა-შვილს სტადიონის დაცვის თანამშრომლებთან ჩხუბს ედავება.
როგორც APNews წერს მატჩის დასრულების შემდეგ კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მისი ვაჟი ფეხბურთელების გასასვლელიდან ცდილობდნენ მოედანზე გასვლას, სადაც მედია მუშაობდა, თუმცა დაცვამ შეაჩერჩა.
სწორედ ამ დროს დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება დაცვასა და რამონ ხესურუნს შორის, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა ფედერაციის პრეზიდენტის ვაჟიც, რომელმაც სტადიონის დაცვის თანამშრომელი ძირს დააგდო და რამდენიმეჯერ მუშტი დაარტყა.
აღნიშნული ერთადერთი ინციდენტი არ ყოფილა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლევანდელ კოპა ამერიკის ფინალზე. არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის შეხვედრა დაგეგმილზე ერთი საათით გვიან დაიწყო, რისი მიზეზიც უბილეთო გულშემატკივრის სტადიონზე შეჭრის მცდელობა გახდა.
ჯამში, კოპა ამერიკის ფინალზე მომხდარი არეულობის გამო აშშ-ის პოლიციამ 27 ადამიანი დააკავა.








