ფორმულა ერთის ყოფილმა მრბოლელმა რალფ შუმახერმა ღიად განაცხადა, რომ გეია — ჰყავს კაცი პარტნიორი. აღნიშნული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა საკუთარი ორიენტაციის შესახებ ინსტრაგრამზე დაწერა.
შუმახერმა გამოაქვეყნა მისი და ფრანგი ბიზნესმენეჯერის ფოტო, წარწერით „ყველაზე ლამაზი ცხოვრებაში ისაა, როცა სწორი პარტნიორი გყავს გვერდით, რომელთანაც ყველაფერს იზიარებ“.
View this post on Instagram
49 წლის გერმანელ მრბოლელს ფორმულა ერთის 180-ზე მეტ შეჯიბრში აქვს მიღებული მონაწილეობა 1997-2007 წლებში. მათ შორის ტიტულის მოპოვება ექვსჯერ შეძლო, 27-ჯერ კი საპრიზო ადგილი დაიკავა. რალფ შუმახერი მიხაელ შუმახერის ძმაა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შვიდჯერ აქვს მოპოვებული.