ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი თბილისის მიერ აფხაზებისთვის ჯანდაცვის მომსახურების მიწოდებაში საფრთხეს ხედავს

9 ნოემბერი, 2015 • • 939
სოხუმი თბილისის მიერ აფხაზებისთვის ჯანდაცვის მომსახურების მიწოდებაში საფრთხეს ხედავს

ამჟამად გალის რაიონის მოსახლეობაში ქართული მედიასაშუალებები საქართველოს ფარგლებში თანაცხოვრების აუცილებლობაზე და მის სასიკეთო მხარეებზე აქტიურ მასობრივ პროპაგანდას ეწევიან. 

 

“საინფორმაციო ომი არც ერთი წუთით არ წყდება, ამ მხრივ ჩვენს მოწინააღმდეგეს ბევრად მეტი საშუალებები აქვს, ვიდრე ჩვენ”. 

 

ნადარაიამ ასევე ისაუბრა იმ მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის საფრთხეებზე, რომელსაც სოფელ რუხში ქართული მხარე აშენებს. 

 

ნადარიას თქმით, ცენტრში არა მხოლოდ პაციენტების მკურნალობა, არამედ პროპაგანდული სამუშაო ჩატარდება აფხაზეთის მოქალაქეების მოტივირების მიზნით- საქართველოს მოქალაქეობა აიღონ, ასევე, გალის მოსახლეობა გადაიბირონ.

 

“ვიმედოვნებ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები შესაბამის ზომებს მიიღებენ. არ არის გამორიცხული, სახელმწიფო საზღვარი ჩავკეტოთ, თუკი საქართველო სამედიცინო მომსახურების მხრივ თავისი უპირატესობის წარმოჩენის პოლიტიკას არ შეწყვეტს”. 


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი