აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 41 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო „MEGOBARI აქტი“.

ინფორმაციას ამის შესახებ Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

კომიტეტში მხარდაჭერის შემდეგ კანონპროექტს კენჭი ეყრება წარმომადგენელთა პალატაში.

„MEGOBARI აქტი“, რომლის ავტორია რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი, ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერებისა და მთავრობის წევრების სანქცირებას, ისევე როგორც ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისთვის შეზღუდვების დაწესებას.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისი ამოქმედებიდან 60 დღეში სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გამოავლინოს საკვანძო ფიგურები საქართველოს მთავრობაში, ან მუშაობენ მისთვის, ან/და მთავრობის ქმედებებზე აქვთ გავლენა და ატარებენ პასუხისმგებლობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაზე.

გარდა აღნიშნული პირების იდენტიფიცირებისა, კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოამზადოს ანგარიში უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლაზე საქართველოში, ასევე- შეისწავლოს რუსული გავლენა ქვეყანაში:

მეორე მხრივ, კანონპროექტის მიხედვით, თუ საქართველო ძირითად პოლიტიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გახსნაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

ვის სანქცირებას ითვალისწინებს კონგრესში ინიცირებული „მეგობარი“ აქტი