ნეტგაზეთი | ევროკავშირი საქართველოს 17 მილიონ ევროს გამოუყოფს ევროკავშირი საქართველოს 17 მილიონ ევროს გამოუყოფს – Netgazeti

ევროკავშირი საქართველოს 17 მილიონ ევროს გამოუყოფს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიზნით, ევროკავშირი საქართველოს 17 მილიონ ევროს გამოუყოფს. პირველი ტრანში, 5 მილიონის ოდენობით, საქართველოს ბიუჯეტში წლის ბოლომდე ჩაირიცხება.

ამის შესახებ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა და  ევროპის დახმარების თანამშრობლობის ოფისის დირექტორმა სამეზობლო საკითხებში, მარკუს კორნარომ ბრიუსელში ისაუბრეს.

საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ევროპის რეგიონებისა და ქალაქების  VIII კვირეულზე –  ,,ევროპის ღია დღეები 2010’’– მიიწვიეს. კვირეული 6 ოქტომბერს ევროკომისიისა და ევროკავშირის ორგანიზებით გაიმართა. საქართველო, როგორც გაერთიანების არაწევრი ქვეყანა, კვირეულზე პირველად მიიწვიეს.

ევროპარლამენტში შეკრებილმა საზოგადოებამ ევროპის მომდევნო 10 წლის სტრატეგიაზე იმსჯელეს. კონკურენტუნარიანობა, თანამშრომლობა და ერთობა ევროპის ყველა რეგიონისათვის ამ სტრატეგიის მთავარი პოსტულატებია.

ევროპარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ დანუთა ჰუბნერმა რამაზ ნიკოლაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ევროპა დაეხმარება საქართველოს, თვითმმართველობისა და რეგიონული განვვითარების რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი