ახალი ამბები

სასამართლომ რუსთავი 2-ში დროებით მმართველის დანიშვნა მედიის ძირითადი დანიშნულებითაც ახსნა

6 ნოემბერი, 2015 • 1335
სასამართლომ რუსთავი 2-ში დროებით მმართველის დანიშვნა მედიის ძირითადი დანიშნულებითაც ახსნა

5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით უფლებამოსილება შეუჩერეს  ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას.

 

მოსამართლე თავის 24-გვერდიან განჩინებაში, რომელშიც მოჰყავს არგუმენტები, თუ რატომ მიაჩნია მართებულად ტელეკომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნა, მედიის ფუნქციებზეც საუბრობს და  დროებითი მმართველის დანიშვნის ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ მედიის ფუნქციები მოჰყავს. მოსამართლე ურთმელიძის აზრით, “რუსთავი 2”  ამჟამინდელი მმართველების პრიობებში ამ ფუნქციების შესრულება კითხვითი ნიშნის ქვეშ დგება.

 

გთავაზობთ ამონარიდს განჩინებიდან:

“სასამართლო მიუთითებს, რომ არსებობს გარკვეული საფრთხე რომ დროებითი მმართველის დაუნიშნაობამ გარკვეულწილად, შეიძლება საგრძნობლადაც შეცვალოს მოპასუხის საქმიანობის ფორმატი. გაუქმდეს ან მოდიფიცირება განიცადოს რამდენიმე გადაცემამ, მათ შორის რეიტინგულმა და შესაბამისად, არსებობს საფთხე, რომ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის” თანამშრომელტა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება შეიძლება გადატანილ იქნას მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე. ეს არა მხოლოდ უარყოფიდათ აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ შექმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ მედიამ დაკარგოს თავისი ძირითადი როლი და დანიშნულება – იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე.

 

არსებული მმართველობის პირობებში მედიის მიერ ამ დანიშნულებბის შესრულება კითხვითი ნიშნის ქვეშ დგება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მედიას ევალება, ხოლო საზოგადოებას აქვს უფლება მიიღონ ინფორმაცია საკითხებზე, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს განეკუთვნება.

 

ამასთან ეს გულისხმობს ინფორმაციის გაშუქებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც შესაძლოა ეხებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს და გამორიცხავს მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ კონცენტრაციას.

 

გარდა ამისა სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. მოპასუხის [ შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის” პარტიორები], მმართველობის პირობებში ეს საკითხი დგას კითხვითი ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულვებელყოფა კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითად დანიშნულებას”.

სასამართლოს განჩინება სრულად:

მასალების გადაბეჭდვის წესი