ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული “გარდიანი” ავრცელებს. დაკავების ფაქტი ასევე, დაადასტურა “ფრანს პრესმა” ტვიტერით. 

 

 

კარიმ ბენზემამ 3 ნოემბერს PSG-თან მადრიდული კლუბის შეხვედრა გამოტოვა. მიზეზად  ეროვნულ ნაკრებში მიღებული ტრავმა დასახელდა.

 

იმავე ბრალდებით გასულ თვეს ასევე ფრანგი, კლუბ “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი ჯიბრილ სისე დაიკითხა, თუმცა მას ბრალი არ დაუმტკიცდა. საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გარდა, ჯიბრილ სისე და მეთიუ ვალბუენა 2007-2009 წლებში ერთად კლუბ “მარსელის” შემადგენლობაში თამაშეობდნენ.

 

ოფიციალური კომენტარი ფრანგული პოლიციის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა.

 

მეთიუ ვალბუენა და კარიმ ბენზემა. ფოტო: ტელეგრაფი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *