ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა აცხადებს, რომ აფხაზეთი რუსეთის მხრიდან მუდმივი დახმარების რეჟიმში ვერ იქნება

4 ნოემბერი, 2015 •
ხაჯიმბა აცხადებს, რომ აფხაზეთი რუსეთის მხრიდან მუდმივი დახმარების რეჟიმში ვერ იქნება

“მიმდინარე წელს რიგი მიმართულებები, მათ შორის სახელმწიფო სტუქტურების ხელფასები რუსეთის მიერ ფინანსდება. თუმცა, გვინდა, რომ ეს სიტუაცია ქვეყანაში არსებული რეზერვების დახმარებით შევცვალოთ. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს აშენებას. უნდა გავიგოთ, რომ რუსეთს თავისი პრობლემებიც ეყოფა და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ სრულფასოვანი პარტნორის დონემდე უნდა განვვითარდეთ და არ ვიყოთ მუდმივი მთხოვნელები”, – ამბობს ხაჯიმბა.  

 

დაახლოებით ორი კვირის წინ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკის განვითარებისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარება რუსეთისგან აფხაზეთს არ მიუღია, რის გამოც ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეიქმნა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი