ახალი ამბები

საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ, თბილისში, ავტობუსები და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს – მერია

30 ივნისი, 2024 •
საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ, თბილისში, ავტობუსები და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს – მერია

თბილისში, ავტობუსთა ნაწილი და მეტრო მოქალაქეებს საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგაც მოემსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახანგრძლივებულად მუშაობის გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მიიღო.

მატჩის ღია ჩვენება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი. სტადიონზე ექვსი დიდი ეკრანია დამონტაჟებული.

“ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მატჩის დასრულების შემდეგ კი, მოქალაქეებს ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მორიგი მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება. მერვედფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. ესპანეთთან გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხედფინალში, საქართველოს კონკურენტი ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა, გერმანია იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი