სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი დღეს, 2 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახი კალაძეს შეხვდა.
როგორც ზახარიანმა განაცხადა, შეხვედრაზე განხილული იყო სომხეთიდან საქართველოში და სომხეთიდან ირანში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხებიც.
“გაზპრომსა” და “გაზპრომ სომხეთს” შორის 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სომხეთს 2014-18 წლებში მიეწოდება რუსული გაზი ყოველწლიურად 2.5 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობით, რომლის ფასი განისაზღვრება რუსეთში გაზზე ფასწარმოქმნის შესაბამისად. სომხეთს “გაზპრომი” საქართველოს გავლით აწვდის გაზს და სანაცვლოდ საქართველო დამატებით იღებს ბუნებრივ აირს. 2014 წელს “გაზპრომმა” საქართველოს მიაწოდა 0.3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
2015 წლის იანვრიდან რუსეთმა სომხეთს გაზი გაუიაფა და 1000 კუბურ მეტრს 189-ის ნაცვლად 165 დოლარად აძლევს. ამასთან, სომხეთი გეგმავს რუსული გაზის იმპორტის გაზრდას. მაგალითად, იგეგმება სომხეთში “გაზპრომის” კუთვნილი რაზდანის თბოელექსტროსადგურის სიმძლავრის გაზრდა 2016 წელს, რისთვისაც დამატებით იქნება საჭირო რუსული გაზის მიღება საქართველოს გავლით.
სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |