ახალი ამბები

რუსეთი ემხრობა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას — ზახაროვა

26 ივნისი, 2024 •
რუსეთი ემხრობა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას — ზახაროვა

რუსეთი ემხრობა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა Вестника Кавказа-ს კითხვის საპასუხოდ, რა პოზიცია აქვს რუსეთს პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ინიციატივას რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ და დასთანხმდება თუ არა რუსეთი, თუ საქართველო ასეთი ინიციატივით გამოვა.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა. ეს მოხდა სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით. მის შემდეგ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისთვის სახელდებოდა წინაპირობები, რომლებიც წინააღმდეგობაში იყო რეგიონში არსებულ რეალობასთან. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2012 წელს საქართველოს ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით ნორმალიზების პროცესის დაწყების შესახებ. რუსეთმა მაშინვე დაუჭირა მხარი ამ წინადადებას. ჩვენ განვაგრძობთ ფიქრს იმის შესახებ, რომ ეს პასუხობს ორივე ერის ინტერესებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციას. ამ კონტექსტში მივესალმებით თქვენ მიერ ნახსენებ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ, ამ გზით ვიაროთ“, — განაცხადა ზახაროვამ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი