ახალი ამბები

შოთაძე: თუ ვინმეს ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, დავაკავებთ

30 ოქტომბერი, 2015 •
შოთაძე: თუ ვინმეს ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, დავაკავებთ

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები, თუ ვინმეს ქმედებაში დადგინდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და იარსებებს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაკავების საფუძვლები, რა თქმა უნდა, მოხდება ასეთი ადამიანების დაკავება, ამ ეტაპზე ამ კითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს,”– განაცხადა შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

 

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას დაიკითხნენ. ირაკლი შოთაძის თქმით, გვარამია და ბოკერია მოწმის სახით დაკითხეს.


29 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში საუბარია რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესზე და ამ პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. გვარამია სააკაშვილთან საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულების ეშინიათ. სააკაშვილი კი ეუბნება, რომ “უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ”.

 

 

კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად კი, სააკაშვილი ბოკერიასთან ამბობს, რომ სასამართლო რუსთავი 2–ის საქმეზე 22-ში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იმ დღესვე აღსრულდება და რუსთავი 2–ში შევლენ. სააკაშვილის განცხადებით, ეს რომ არ დაუშვან, რუსთავი 2–თან რკინის კონსტრუქციების მშენებლობა უნდა დაიწყოს

 

 

 

“თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაევიკებით, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ,” – ამბობს ჩანაწერი სააკაშვილი. გიგა ბოკერია კი პასუხობს, რომ “ბაევიკები” მათ არ ჰყავთ და ემზადებიან, რომ პარტიამ დააყენოს. 


 

გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობას გულისხმობს, სუს–მა 24 ოქტომბერს დაიწყო.


მასალების გადაბეჭდვის წესი