ახალი ამბები

ნობელის პრემია 2010 მარიო ვარგას ლიოსას გადასცეს

7 ოქტომბერი, 2010 • • 1478
ნობელის პრემია 2010 მარიო ვარგას ლიოსას გადასცეს

დღეს 74 წლის პერუელი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა  ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.

ვარგას ლიოსა არის ავტორი ნოველებისა: ”მწვანე სახლი”,”გმირის დრო”,”დეიდა ჯულია და სცენარისტი”,-ამ უკანასკნელზე მოგვიანებით ფილმიც გადაიღეს.

ისევე როგორც ბევრი ლათინოამერიკელი ინტელექტუალი, ვარგას ლიოსა მხოლოდ ნოველების წერით არ არის დაკავებული. იგი წერს ესეებს  და პოლიტიკური მოღვაწეობითაც იყო დაკავებული.

ამ დროისთვის მწერალი პრისტონის უნივერსიტეტში ასწავლის. როგორც ბიბისი წერს, მას ტელეფონით შეატყობინეს,რომ ნობელის პრემია მიიღო. ის იყო, ძალიან,ძალიან გახარებული, ამბობს აკადემიის წარმომადგენელი,რომელმაც მწერალს ნობელიანტობა აცნობა.

მწერალმე ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავდაპირველად ეგონა,რომ მას გაეხუმრნენ. არ დაიჯერა,რომ 2010 წლის ნობელიანტი სწორედ ის გახდა.

”წლებია ჩემ სახელს აღარ ახსენებენ”,ამბობს მწერალი, რა გასაკვირია,რომ გამიკვირდა…

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი