ახალი ამბები

გვარამია და ბოკერია სააკაშვილთან რუსთავი 2–ზე საუბრის ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებენ

29 ოქტომბერი, 2015 •
გვარამია და ბოკერია სააკაშვილთან რუსთავი 2–ზე საუბრის ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებენ

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში საუბარია რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესზე და ამ პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. 

 

გვარამია სააკაშვილთან საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულების ეშინიათ. სააკაშვილი კი ეუბნება, რომ “უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ”.


 

კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად კი, სააკაშვილი ბოკერიასთან ამბობს, რომ სასამართლო რუსთავი 2–ის საქმეზე 22-ში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იმ დღესვე აღსრულდება და რუსთავი 2–ში შევლენ. სააკაშვილის განცხადებით, ეს რომ არ დაუშვან, რუსთავი 2–თან რკინის კონსტრუქციების მშენებლობა უნდა დაიწყოს

 

 

 

“თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაევიკებით, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ,” – ამბობს ჩანაწერი სააკაშვილი. გიგა ბოკერია კი პასუხობს, რომ “ბაევიკები” მათ არ ჰყავთ და ემზადებიან, რომ პარტიამ დააყენოს. 


 

ნიკა გვარამია ფეისბუკზე ამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს შემდეგნაირად გამოეხმაურა: 

 

“როგორ იყო, არ გისმენს მთავრობა, მოგელანდა ყველაფერიო? არ მოსულა არავინ შენ მოიგონეო?
big brother is watching/listening/etc us 

ps ვაიბერია ეს, btw”

 

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, მან ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას განაცხადა, რომ უკანონო მოსმენები ისევ გრძელდება. მისი განცხადებით, გამოქვეყნებული მასალები ადასტურებს იმას, რომ გვარამიას მართლაც გადასცა მუქარა მთავრობის “მესინჯერმა”

 

“ხაზს ვუსვამ მთავარ საკითხს, რომ მე პირადად და ჩვენს თაბნამოაზრეებსაც ახალი ამ თვალსაზრისით სათქმელი არაფერი არ გავქვს იმიტომ რომ ეს გახლავთ ჩვენი საჯარო პოზიცია, მედიისთვის ნათქვამი არაერთხელ, რომ ჩვენთვის წითელი ხაზი არის რუსთავი 2–ის ჩახშობის მცდელობა და ამ მცდელობას ჩვენ აღვუდგებით ფიზიკურად წინ,”– განაცხადა ბოკერიამ 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი