“სასურველი იყო ეს პროცესი მაქსიმალურად აპოლიტიკური ყოფილიყო. ის, რომ პროკურორების რაოდენობა გაცილებით ცოტა ყოფილიყო ამ საბჭოში, ის, რომ იუსტიციის მინისტრი არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ამ საბჭოში, მაქსიმალურად თავი დაგვეზღვია პოლიტიკური გავლენებისგან. სამწუხაროდ, ეს რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, მაგრამ თავისთავად ის, რომ მიმდინარეობს ეს პროცესი ღიად, არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
პროკურატურის რეფორმირების შედეგად საპროკურორო საბჭო 15 წევრისგან შედგება და ნიშნავს მთავრ პროკურორს. იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა 2/3-ისა.
საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საპროკურორო საბჭო კომპლექტდება საპარლამენტო უმრავლესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალები თავიანთი კანდიდატებით, ასევე არასამთავრობო და საგანამათლებლო დაწესებულებების წარდგენილი კანდიდატებითა და პროკურორებით.