როგორც თიბილოვი ამბობს, ეს საკითხი რუს კოლეგებთან განხილულია და “ამგვარი პერსპექტივა მხოლოდ დადებით ხასიათს ატარებს”.
“მაგრამ ამ საკითხში ჩვენ იძულებული ვართ ობიექტური დაბრკოლებები გავითვალისწინოთ. ამასთან, რესპუბლიკა რიგ ნაბიჯებს დგამს ევრაზიულ ორგანიზაციასთან დასაახლოვებლად.
მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი რუსეთთან 2012 წელს ხელმოწერილი შეთანხმებაა ვაჭრობის შესახებ.
ცხინვალში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია მიმდინარებს, მისი მონაწილეები განიხილავენ ევრაზიული ინტეგრაციის ფარგლებში რუსეთსა და თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას.
რამდენიმე დღის წინ ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის ფედერაციასთან შეერთების სურვილიც გამოთქვა.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |