ახალი ამბები

2024 წლის I კვარტალში ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა

19 ივნისი, 2024 •
2024 წლის I კვარტალში ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 18.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდამ 8.4% შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის I კვარტალში 3.1%-ით განისაზღვრა. მშპ-ის დეფლატორი არის ფასების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა ფასები ადგილობრივი წარმოების საქონელსა და მომსახურებაზე.

2024 წლის პირველ კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (18.8%), განათლება (29.1%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13%), მშენებლობა (10.3%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (12.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.7%).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.6%), სხვა სახის მომსახურება (-11.2%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-1.8%).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.1%).

დაზუსტებული მონაცემები 2024 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი