ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ჩასული აფხაზი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირიდან მოხსნეს

27 ოქტომბერი, 2015 • • 1054
ერევანში ჩასული აფხაზი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირიდან მოხსნეს

ტურნირში, როგორც გამოცემა წერს, საქართველოს, ირანის, დაღესტნის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

“ერევანში ჩვენს დელეგაციას გადასარევად დახვდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, “სბორებზე” განგვიცხადეს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა ტურნირიდან მოხსნილია. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ამას ხელი საქართველომ შეუწყო. მათ ტურნირის ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად, სომხეთში თავიანთი საელჩოს დახმარებით ისე გააკეთეს, რომ ტურნირიდან მოგვხსნეს. გული მწყდება ჩვენს სპორტსმენებზე. ისინი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყვნენ და ვიცოდით, რომ საპრიზო ადგილების გარეშე სამშობლოში არ დავბრუნდებოდით”, – განაცხადა აფხაზეთის თავისუფალი ჭიდაობის სექციის მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ბერაიამ.

 

მისივე თქმით, ერევანში აფხაზეთისა და სომხეთის სპორტსმენებს შორის ამხანაგური ტურნირი მაინც გაიმართა. 

“სპორტი პოლიტიკის მიღმაა. მაგრამ ბოლო დროს საპირისპიროს ვხედავთ. ეს პირველი პრეცედენტი არაა ქართული მხრიდან. ასეა თუ ისე, ამ სირთულეებში “გამოვიწვრთნებით”. დარწმუნებული ვარ, შემდეგ წელს უპრობლემოდ მივიღებთ მონაწილეობას მაღალ დონეზე”,- ამბობს აფხაზეთის წარმომადგენელი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი