აქვე ბიძინა ივანიშვილი სტალინთან დაკავშირებით თავის მოსაზრებასაც აცხადებს, რომელიც სხვა დროსაც დაუფიქსირებია.
“არ შეიძლება ადამიანები იხვრიტებოდნენ და იხოცებოდნენ და რაიმე აქცია ტარდებოდეს საზოგადოების წინააღმდეგ იმისთვის, რომ რაღაც წყობას, რაღაც იდეოლოგიას საფუძველი ჩაეყაროს. არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეოლოგია. ის, რომ სტალინი ისტორიის ნაწილია და ვიღაც ამას იხსენებს, ამის უფლება აქვთ. ძალიან საინტერესო და მძაფრი ისტორიაა დაკავშირებული მასთან. მაგრამ ჩემთვის არ იყო სტალინი პოზიტივი”, – აცხადებს ივანიშვილი.