22 ოქტომბერს მოძრაობამ სომხეთის პარლამენტს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. მათ შორის, აქტივისტებმა პარლამენტს მოსთხოვეს პრეზიდენტის გადაყენების საკითხი განიხილოს. ასევე, წარმოადგინოს ინფორმაცია არჩევნების დროს, საზღვარგარეთ 2012 წელს დახარჯული ფინანსების შესახებ და იმ მოქალაქეთა სიები, ვინც მაშინ ქვეყნის გარეთ იმყოფებოდა.
სომხეთის პარლამენტი ჯერ არ გამოხმაურება აქტივისტების მოთხოვნებს.
13 ოქტომბერს აღნიშნულმა მოძრაობამ დაასრულა 78-დღიანი აქცია ქვეყანაში ელექტროენერგიის გაძვირების საკითხზე.
![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |






