ახალი ამბები

დღეს სამხრეთ კავკასიაში ”გარემო და უსაფრთხოება” ინიციატივის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა.

6 ოქტომბერი, 2010 • • 1008
დღეს სამხრეთ კავკასიაში ”გარემო და უსაფრთხოება” ინიციატივის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა.

დღეს სამხრეთ კავკასიაში ”გარემო და უსაფრთხოება” ინიციატივის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა.

რეგიონულ შეხვედრას  ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის (EnvSec Initiative), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის  (UNECE) წარმომადგენლები,  აზერბაიჯანის და სომხეთის  დელეგაციები ესწრებოდნენ.

შეხვედრა  რეგიონში „გარემო და უსაფრთხოების“ ინიციატივის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხილვას ისახავდა მიზნად.

სამხრეთ კავკასიაში განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებია: გარემოს მდგომარეობის გაუარესება, კონფლიქტურ ზონებში ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების მართვა, ბუნებრივი კატასტროფების რისკის ქვეშ მყოფი და საბჭოთა კავშირის პერიოდში სამხედრო დანადგარების შედეგად დაზიანებული ტერიტორიების მართვა, მოსახლეობის სწრაფი ზრდა დედაქალაქებში, ურბანული ცენტრების არაკონტროლირებადი განვითარება და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. ასევე, მონაწილეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. 

„ჩვენ ვახორციელებთ გარემოსდაცვით პროექტებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის დაბინძურებასთან, სატყეო სექტორთან და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, რადგან საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა და გარემო შესაბამის მდგომარეობაში უნდა იყოს დაცული,” განაცხადა ეუთოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის პროგრამების კოორდინატორის მოადგილემ მარკ ბალტესმა.

სასტუმრო “რედისონში“ შეხვედრა გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინსიტრმა, გოგა ხაჩიძემ გახსნა.

გარემოს დაცვის სამინისტროს საიტიდან
გარემოს დაცვის სამინისტროს საიტიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი