ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  ე.წ. კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაცხადა ზოგიერთ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის [დე ფაქტო] წევრმა ფატიმა ჯიოევამ განაცხადა, პირველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის წინასწარი მონაცემებით, ვიაჩესლავ ძაბიევმა 6,73% მოიპოვა, იბრაჰიმ კელეხსაევმა – 6,43%, იგორ კოჩიევმა – 29,97%, ივან სლანოვმა – 18,27%, ალექსანდრ ტედეევმა – 18,27%. %, გენადი ცხოვრებოვმა – 21,64%, ხოლო 6,58%-მა ყველას წინააღმდეგ მისცა ხმა.

“მე-3 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ზაურ გაბარაევს 7,34%-მა მისცა ხმა, ალექსანდრე გასიევს – 35,22%, ფელიქს სანაკოევს – 15,51%, ლერი ტედეევს – 10,06%, ალან ხუგაევს – 19,08%, ყველა წინააღმდეგ კი 0% იყო”, – განაცხადა მან. .

მე-6 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხმები ასე გადანაწილდა: მალხაზ გაგლოევი – 29,96%, ტაიმურაზ ჟაჟიევი – 42,70%, ალბერტ ლალიევი – 3,75%, ალან ტადტაევი – 7,87%, ანატოლი ჩეხოევი – 4,49%, ყველას წინააღმდეგ კი- 0%.

მე-12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა 1,96%-მა ხმა ალექსანდრ ელბაკიევს მისცა, 1,96%-მა- ედუარდ კარსანოვს, 11,76%-მა- ვლადიმერ ქელეხსაევს, 5,88%-მა- ტაიმურაზ პარასტაევს, 1,96%-მა -ტოტირბეგ ტიბილოვს, 52, 94%-მა -იმრაჰიმ ხარებოვს, 13.74%-მა- რუსლან ხუჯიევს, 9.80%-მა -ტამერლან ცხოვრებოვს, ხოლო ყველას წინააღმდეგ ხმა 0%-ს შეადგენს.

ჯიოევამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის  ოქმების მხოლოდ 21% არის დამუშავებული, ისიც მხოლოდ ერთი რესპუბლიკური [დე ფაქტო] ოლქის შედეგებზე დაყრდნობით.


ოკუპირებულ ცხინავლში 9 ივნისს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

34 „საპარლამენტო დეპუტატს“ მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევენ. ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტიებმა 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კანდიდატურა 270-მა ადამიანმა წარადგინა. აქედან 121 პარტიული სიების ნაწილი იყო, ხოლო 149 – თვითმმართველობის კანდიდატი ან პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი ერთმანდატიან ოლქებში.

საბუთების პაკეტის განხილვის შედეგების საფუძველზე, „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ დეპუტატობის კანდიდატად დაარეგისტრირა 112 მაჟორიტარი, 73 კი- პოლიტიკური პარტიიდან საერთო საარჩევნო ოლქში.

12 პოლიტიკური პარტიიდან, რომლებმაც გამოაცხადეს არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 7-ს მიეცა: “ერთობა”, “ხალხის ერთობა”, კომუნისტური პარტია, “ერთიანი ოსეთი”, “სახალხო პარტია”, “ნიხასი” და “ირა ფარნი”.

ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს “ირისტონი ნოგ ფალტარს”(ოსეთის ახალ თაობას), “ირონს”, “ფიდბასტას” (სამშობლო), “განვითარების პარტიას” და “სამართლიანობისთვის”.