აქვე, ცხინვალი აშშ-ს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. როგორც განცხადებაში წერია, “აშშ თავის შეხედულებისამებრ აძლევს ქვეყნებს წვდომას გაეროს საერთაშორისო არენაზე”.
“საუბარია სავიზო დისკრიმინაციაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლების მიმართ, რომელთაც აშშ-ის ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზით ქვეყანაში შესვლაზე უარს ეუბნება. ამით სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საშუალებას ართმევენ მონაწილე-სახელმწიფოებს წარუდგინონ ობიექტური ინფორმაცია დევნილთა პრობლემატიკის შესახებ, რომელიც გაეროში ყოველწლურად საქართველოს მიერ რეზოლუციის პროექტების გატანის დროს განიხილება. სამხრეთ ოსეთი 2010 წლიდან უარს აცხადებს დევნილთა პრობლემების განხილვაზე ჟენევის დისკუსიების დროს, რადგან საქართველოს მთავრობას ეს საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოაქვს, სადაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებს არ იწვევენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
| ||