გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საგარეჯოში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა. სამართალდამცველებმა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლას აწარმოებდნენ, გიორგი ფ-ს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია.

პოლიციის ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 71 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გიორგი ფ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 მჭიდი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, აცხადებს პოლიცია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციის მუშაკის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

შენიშვნა: თავდაპირველ პრესრელიზში, შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და მათ ცეცხლი გაუხსნა. პოლიციელებმა იგი განაიარაღეს და ადგილზე დააკავეს.

პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *